LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი ბარსელონას ისტორიაში მეხუთე კაცია

63

ლიონელ მესი ”ბარსელონას” ისტორიაში ჩატარებული მატჩების მიხედვით მეხუთე ადგილზე გავიდა.
”ალავესთან” სენსაციურად წაგებული შეხვედრა (1:2) არგენტინელისთვის 536-ე გამოდგა კატალონიელთა რიგებში.

მესიმ გადაასწრო გოლკიპერ ვიქტორ ვალდესს, რომლის ანგარიშზე 535 თამაშია.

ამჟამად მესი მეხუთე ადგილზეა. მის წინ არიან – ხავი (767 მატჩი), ანდრეს ინიესტა (594), კარლე პუიოლი (593) და მიგელი (549).

ამ 536 მატჩში მესის 456 გოლი აქვს გატანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g