ტურინის ”იუვენტუსმა” 10 წლის პალესტინელ ბავშვთან კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ფინტებს მესივით აკეთებს, გოლები კი ზლატანივით გააქვს.
რაშედ ალ ჰაჯავი თავისი ასაკისთვის ძალიან კარგია.
ბავშვი ნორვეგიაში დაიბადა პალესტინელების ოჯახში. ის ცნობილი YouTube-ზე ატვირთული ვიდეობით გახდა, რამაც ტურინული გრანდის ბოსებზე შთაბეჭდილება მოახდინა.
რაშედმა კლუბის სტადიონი მოინახულა მას შემდეგ, რაც ”ბიანკონერისთან” კონტრაქტი გააფორმა.
ბავშვმა პირველი ვარჯიშიც გამართა კლუბის ბაზაზე.
პირველი პერიოდი ალ ჰაჯავი ”იუვეს” 10 წლამდელთა გუნდში ითამაშებს.
https://www.youtube.com/watch?v=UqiCT–1WD0