„ბარსელონას“ და მადრიდის „რეალის“ მთავარმა ბიჭებმა – ლიონელ მესიმ და კრიშტიანო რონალდომ ჯამში 1000 გოლი გაიტანეს.
ამისათვის პლანეტის გამორჩეულ ფეხბურთელებს 1386 მატჩი დაჭირდათ.
მესიმ „ბარსელონას“ და არგენტინის ნაკრების მაისურით გამართულ 613 თამაშში 482 გოლი გაიტანა.
რონალდოს ანგარიშზე კი 773 თამაში და 518 გატანილი გოლია „სპორტინგის“, „მანჩესტერ იუნაიტედის“, „რეალისა“და პორტუგალიის ნაკრების რიგებში.