ლეო მესიმ მთელი ქონება იშოვა მას შემდეგ, რაც „ინტერ მაიამიში“ გადავიდა.
არგენტინელი MLS-ის ყველაზე დიდი შენაძენი გახდა.
დებიუტიდან ერთი თვის შემდეგ მესიმ „მაიამის“ ლიგის თასი მოაგებინა, რაც პირველია კლუბის ისტორიაში.
როგორც მოსალოდნელი იყო, მესი MLS-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა.
ცნობილი გახდა, რომ მესი საბაზო ხელფასად იღებს 12 მლნ დოლარს სეზონში, მაგრამ დამატებით ბონუსების სახით 8.4 მლნ დოლარის მიღების უფლება აქვს.
გარდა ამისა, „ოქროს ბურთის“ 8-გზის მფლობელი უზარმაზარ თანხას იღებს Adidas და Apple-სთან თანამშრომლობით. ამით მესის წლიური შემოსავალი 50-დან 69 მლნ დოლარამდეა.
ამ ციფრების თანახმად, მესი კვირაში 960 000-დან 1.5 მლნ დოლარამდე შოულობს. ის ფლორიდაში დაახლოებით 39 კვირაა, რაც იმყოფება.
ამრიგად, „ინტერ მაიამიში“ გადასვლით მან დაახლოებით 36-დან 45 მლნ დოლარამდე იშოვა ხელფასის, ბონუსებისა და კომერციული გარიგებების ხარჯზე.