ლიონელ მესიმ კუნძულ იბიცაზე სასტუმრო „ეს ბიბე“ (Es Vive) შეიძინა. არგენტინელმა 30 მილიონი ევრო გადაიხადა და საკუთარი ბრენდი, MM გააფართოვა.
სასტუმრო კუნძულის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სანაპირო ფიგერეტასზე მდებარეობს და 52 მდიდრული ნომრისგან, აუზისგან და სახურავზე ბარისგან შედგება.
ბრიტანელმა დიზაინერმა შონ კოკრეინმა 2014 წელს შენობას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარა გასული საუკუნის 40-იანი წლების არ-დეკოს სტილში.
ერთი დღე-ღამით ნომრის ფასი 260-დან 600 ევრომდე მერყეობს.
https://www.youtube.com/watch?v=T-Im2fw17ng