ლეო მესის ინსტაგრამზე ხელმომწერთა რიცხვმა 30 მილიონს გადააჭარბა. თუმცა ეს საუკეთესო მაჩვენებელი არ არის. მესი თავის მთავარ მეტოქეს კრიშტიანო რონალდოს ჯერ კიდევ 8.8 მილიონი ფოლოვერით ჩამორჩება.
„მინდა, რომ 30 მილიონ მეგობართან ერთად ვიზეიმო ის, რომ ჩვენ ყველანი აქ ვართ და მინდა თითოეულ თქვენთაგანს მადლობა გითხრათ მხარდაჭერისთვის. გაჩვენებთ მაისურას, რომლითაც პირველი მატჩი ვითამაშე „ბარსელონას“ შემადგენლობაში. დამთხვევაა, რომ მაშინ 30 ნომერი მეცვა. იმედია მოგეწონებათ“, – დაწერა მესიმ.
სპორტსმენებს შორის ინსტაგრამზე დამეგობრებული ადამანების რაოდენობით რონალდო ლიდერობს (38.8 მლნ). მას მოყვება მესის თანაკლუბელი ნეიმარი (36.2 მლნ), მესამეა რესტლერი დუეინ ჯონსონი მეტსახელად კლდე (34.2 მლნ).