ლიონელ მესიმ 32 მილიონ ევროდ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სარბოლო ავტომობილი იყიდა.
”ბარსელონას” ფორვარდი 1957 წლის გამოშვების რარიტეტული ”ფერარის” მფლობელი გახდა, სავარაუდოდ.
პარიზის აუქციონზე უცნობმა მყიდველმა 32 მილიონად Ferrari 335 S Spider Scaglietti შეიძინა. გამოცემა Bleacher Report, მესის საახლობო წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ გამორჩეული მანქანის მფლობელი სწორედ არგენტინელი ვარსკვლავია.
Ferrari 335S საჭესთან 1958 წელს ლეგენდარულმა ბრიტანელმა სტირლინგ მოსმა კუბაზე ”ფორმულა 1”-ის გრან-პრი მოიგო. სპორტქარი ლე-მანის 24 საათიან რბოლაშიც მონაწილეობდა.
ავტომობილის წინა მფლობელი უძრავი ქონების აგენტი ალესანდრო პროტო, რომელსაც ფინანსური ურთიერთობები აქვს კრიშტიანო რონალდოსათან.
მესის ფარეხში სამი სპორტქარია: Ferrari F430 Spider, Maserati GT Stradale и Audi R8 Spyder, მათი საერთო ღირებულება 517 ათასი ევროა.