ლეო მესიმ თვალები აიკრა და ესპანეთის ნაკრების უსინათლო ფეხბურთელებს გაუტანა.
”ბარსელონას” ფეხბურთელები ესპანეთის ნაკრების პარალიმპიელ წევრებს შეხვდნენ.
ლიონელ მესი, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, ივან რაკიტიჩი და მარკ-ანდრე ტერ შტეგენი პენალტების სერიაში უსინათლო პარალიმპიელებს გაეჯიბრნენ.
”ბარსას” ვარსკვლავებმა თვალები აიხვიეს, რათა თანაბარ პირობებში ეთამაშათ, ასევე გამოიყენეს ბურთი, რომელიც შეხებისას ხმას გამოსცემს.
ექვსი დარტყმიდნ მხოლოდ ერთი გამოდგა ზუსტი – გოლი მესიმ გაიტანა.
ესპანეთის პარალიმპიელთა ნაკრები რიოს თამაშებზე ჯგუფში ჩინეთს, არგენტინას და მექსიკას შეხვდება.
✌️ First team united to promote inclusive sport with #FundacioFCB @Unicef & @Paralympics #Paralympics #ThisAbility https://t.co/Goab37DwqS
— FC Barcelona (@FCBarcelona) September 8, 2016