გუშინ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში “რომამ” “ბარსელონას” უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.
პირველი გოლის გატანა ”ბარსამ” მოახერხა, 21-ე წუთზე რაკიტიჩის პასით სუარესმა გაიტანა. 31-ე წუთზე კი ალესანდრო ფლორენციმ ულამაზესი გოლით გაათანაბრა ანგარიში, მან თითქმის ცენტრიდან გადაუგდო ტერ შტეგენს ბურთი თავზე.
მეორე ტაიმში სტუმრები ფლობდნენ უპირატესობას მაგრამ მეტის გატანა ვერ შეძლეს, რომაელები დაცვაში კარგად თამაშობდნენ.
აღნიშული შეხვედრა ”ბარსას” ლიდერისთვის ლეო მესისთვის საიუბილეო 100-ე მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაზე. თუმცა მესიმ თავი ვერაფრით გამოიჩინა, მეტიც პირველად 2008 წლის შემდეგ, არგენტინელმა “ბარსელონას” ბოლო 3 მატჩში ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე პასი მიითვალა.