ლეო მესიმ ინსტაგრამზე „მის ბუმბუმ 2015“ დაბლოკა. სექსუალურმა სუზი კორტესმა ფეხბურთელს საკმაოდ თამამი ფოტოები გაუგზავნა. მას მესის მაისური და ტანგა ეცვა, რაც ლეოს მეუღლეს დიდად არ მოეწონა.
ტაბლოიდების ინფორმაციით, მოდელი სწორედ ლიონელის მეუღლემ – ანტონელა როკუცომ დაბლოკა. სუზი ამ საქციელით გაოცებული დარჩა. ის მესის რიგითი გულშემატკივარია და მის მეუღლეს ნამდვილად არ უნდა ეეჭვიანა. სუზი ფიქრობს, რომ ანტონელას უბრალოდ თავდაჯერებულობა აკლია.
შეგახსენებთ, რომ მესი და როკუცო 2011 წელს დაქორწინდნენ და მათ უკვე 2 შვილი ყავთ.