პსჟ-ს ფორვარდის ლეო მესის მეუღლე ანტონელა როკუცომ სოცქსელებში ახალი ფოტო გამოაქვეყნა. ქალმა გამომწერებს გაუზიარა ერთობლივი ფოტო საკუთარ ქმართან და სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ მსახიობ კიტ ჰარინგტონთან.
„ლორდ მეთაური ჯონ სნოუ“ – დააწერა მესის ცოლმა.
ჰარინგტონმა ჯონ სნოუს როლი შეასრულა სახელმოხვეჭილ სერიალში. ის ტომენის მმართველობის დროს ღამის გუშაგს თავკაცობდა.
მესი და როკუცო ქორწინებაში 2017 წლიდან არიან. ისინი სამ შვილს ზრდიან.