ლეო მესიმ, რომელმაც 30 ივნისს ქალაქ როსარიოში ისედაც უკვე თავის ცოლზე იქორწინა, დაპატიჟებულ სტუმრებს წინასწარ სთხოვა – საჩუქრების ნაცვლად, გარკვეული თანხა გადაერიცხათ ღარიბ ბავშვთა დახმარების ფონდში.
როგორც გაზეთ Marca-ს ჟურნალისტებმა გაარკვიეს, თითქმის 260-მა სტუმარმა, რომელთა შორის იყვნენ ფეხბურთის ვარსკვლავები, ცნობილი ადამიანები და უბრალოდ მილიონერები, ჯამში ლიონელ მესის ფონდის ანგარიშზე… 9.5 ათასი ევრო გადარიცხეს.
“ეს თანხა კიდევ უფრო სასაცილო ჩანს იმის ფონზე, რომ მესის თანაგუნდელმა ხერარდ პიკემ საკუთარი ქორწილის დღეს კაზინოში 11 ათასი ევრო დატოვა”, – წერს ესპანური გაზეთი.
როგორც გაზეთშია აღნიშნული, მესი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ მისი სტუმრების მიერ შეწირული თანხის ზუსტი ოდენობა გასაჯაროვდა.
“ესენი ნამდვილი მდიდარი ვირთხები არიან. მათ შეეძლოთ გაცილებით მეტი გაეღოთ ღარიბი ბავშვებისთვის”, – აღნიშნა ცნობილმა ესპანელმა წამყვანმა ალეხანდრო ფანტინომ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ „მარკა“ მადრიდის „რეალის“ მხარდამჭერ გაზეთად მიიჩნევა და ასეთი გაქილიკების შანსს ხელიდან აღარ გაუშვებდა.