LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტიაში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა – ჩაიკეტება თუ არა რეგიონი

362
BeFunky-collage (3)

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 17  მესტიაში, სოფელ ლენჯერში დადასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ფორტუნასთან” ტერიტორიულ ერთეულში მერიის წარმომადგენელმა დაადასტურა.

მურთაზ გულედანის განმარტებით, კორონავირუსი ლენჯერის ერთ-ერთი უბნის, ლასთხვერის მკვიდრს, ასაკოვან ქალბატონს გუშინ დაუდასტურდა, ხოლო დღეს გამოვლენილი დანარჩენი შემთხვევები აღნიშნული ქალბატონის კონტაქტებია. მისივე თქმით, ადგილზე მეორე დღეა ეპიდემიოლოგები მუშაობენ და მიმდინარეობს ყველა შესაძლო კონტაქტის მოძიება.

“გუშინ დაუდასტურდა ასაკოვან ქალბატონს, რომელიც სასწრაფოდ ქუთაისში გადაიყვანეს. სოფელში სამედიცინო ბრიგადა ჩამოვიდა და მეორე დღეა ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ყველა კონტაქტი დადგენილია. ტესტირების შედეგად დღეს მივიღეთ ახალი დადასტურებული შემთხვევები. ყველა ერთი უბნის მკვიდრია, ეს არის ლენჯერის ტერიტორიული ერთეულის უბანი ლასთხვერი. ვირუსი სავარაუდოდ, აღნიშნული ქალბატონის სტუმრებმა ჩამოიტანეს. მასთან რამდენიმე დღის წინ რძალი და შვილიშვილები ჩამოვიდნენ. სხვა ინფორმაცია ამ დროისათვის არ მაქვს” – აცხადებს მურთაზ გულედანი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით კიდევ 25 ადამიანი დაავადდა. 10 გამოჯანმრთელდა

ახალ შემთხვევებზე ისაუბრა სპეციალურ ბრიფინგზე  სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა. მისივე თქმით, ყველა ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია. ინფიცირებულებიდან ხუთი თბილისში გადაიყვანეს სამკურნალოდ, ერთი ქუთაისში. დანარჩენი პაციენტების სამედიცინო ცენტრებში გადანაწილების პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება.

რაც შეეხება მესტიის რაიონის ჩაკეტვას, ვიბლიანის თქმით, ეს დამოკიდებული იქნება ეპიდკვლევის შედეგებზე.

„უკვე გამოკვლეულია 37 კონტაქტი. ეპიდემიოლოგთა ხუთი ბრიგადა არის მესტიაში და ჩატარდება ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. რეგიონში გვაქვს კორონავირუსუიის ახალი შემთხვევა. იკვეთება მესტიის მუნიციპალიტეტში ერთი ოჯახი, რომელსაც ჰყავდა სტუმარი და სავარაუდოდ, ვირუსი გადაედოთ მათგან, ვირუსი გადაედოთ ამ ოჯახის კონტაქტებს, საუბარია სულ 17 დადასტურებულ შემთხვევაზე.

აქედან მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრი არის 7. პაციენტები მოთავსებულები არიან თბილისის და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში ნაწილის, გადმოყვანა ხდება ახლა და მოთავსდება როგორც ზუგდიდის ასევე, სხვა კლინიკებში. მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა და ლაბორატორიული კვლევები“– განაცხადა ნინო ვიბლიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g