LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტიაში მცხოვრები პატარებისთვის 6 ახალი საბავშვო ბაღი შენდება: აქამდე ბავშვებს ბაღში სიარული შორ მანძილზე უწევდათ

99
268293136-6850044638369386-4310191050354648841-n

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მესტიის მუნიციპალიტეტში 6 საბავშვო ბაღს აშენებს.

ჭუბერის თემის სოფელ ლახამში და ჭუბერის თემის ცენტრში ახალი ბაღების სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, ხოლო ბეჩოს თემის სოფელ მაზერში, სოფელ მულახში, მულახის თემის სოფელ ჭოლაშში და დაბა მესტიის N2 საბავშვო ბაღების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

თითოეული საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელს მოემსახურება. პროექტების განხორციელებამდე, ბავშვებს ბაღში სიარული შორ მანძილზე უწევდათ. ახალი ბაღების მშენებლობის დასრულების შემდეგ, პატარები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღებში ივლიან. ახალ საბავშვო ბაღებში ეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზოები. ბაღის ყველა შენობა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.

6 ახალი ბაღის მშენებლობას საქართველოს მთავრობა 5 მილიონი ლარით აფინანსებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები