LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მესტიიდან ფეხით მივყვები გზას” – მასწავლებელი, რომელსაც სვანეთის სოფლის სკოლებში ექსტრემალურად უწევს სიარული

877
BeFunky-collage (1)

მოქალაქე ნინო ანდრიასოვა საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს მისი ოცნების ახდენის შესახებ ინფორმაციას. საქმე ისაა, რომ ის ზემო სვანეთის ორ სკოლაში მუშაობს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ტრანსპორტის პრობლემის გამო, სკოლებში მესტიიდან ფეხით უწევს სიარული.

მიუხედავად ამისა, მასწავლებელი იმ ადამიანს უხდის მადლობას, ვინც საკუთარი სურვილით მანქანას უჩერებს და ფეხით მიმავალს დახმარებას სთავაზობს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“არ შემიძლია, რომ არ დავწერო! ალბათ ყველამ უკვე გაიგეთ, რომ ვმუშაობ ზემო სვანეთში ორ სკოლაში: მულახის (მუჟალის) და ეცერის. ამით ავიხდინე ერთ-ერთი ჩემი ოცნება: ვმუშაობ და ვცხოვრობ სვანეთში. ორივე სკოლაში ძალიან კარგად და თბილად მიმიღეს

მაგრამ შემხვდა ერთი დიდი პრობლემა: ტრანსპორტი, რადგან სკოლებში დავდივარ მესტიიდან.  საკუთარი მანქანა ჯერ არ მეღირსა, ამიტომ ექსტრემალურად მიწევს სიარული.

როგორ დავდივარ მულახში? ფეხით! სრულიად ამ სიტყვის მნიშვნელობით. მესტიიდან ფეხით მივყვები გზას და რომელიმე გამვლელი მანქანა მიჩერებს და მივყვები ერთ მონაკვეთამდე სახელად “ტაბაგაი”. იქიდან კი ვეშვები ისევ ფეხით სკოლამდე. უკან ვბრუნდები მსგავს მარშრუტით ან თუ ვინმე წამოვა სკოლიდან ან სოფლიდან საქმეებზე მესტიაში.

როგორ დავდივარ ეცერში? შედარებით იოლად. თბილისის მარშრუტკებით.  ესეც რთულია იმ მხრივ, რომ სკოლის დაწყებამდე 1 საათით ადრე ვარ ადგილზე და სკოლის დამთავრების შემდეგ კიდე 2 საათი ველოდები თბილისის მარშრუტკას, რომელიც ადის მესტიაში.

ამ პოსტში მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო იმ ხალს, ვინც თავისით (!!!) მიჩერებს მანქანას და მთავაზობს დახმარებას, რომ დროულად ვიყო გაკვეთილზე; დიდი-დიდი მადლობა თბილისი-მესტია-თბილისის მძღოლებს და უბრალოდ დიდი გულის და სულის ადამიანებს, რომლებთან არა ერთი წელი ვმგზავრობ და დავმეგობრდით ზურაბი ქურდიანი , Ramazi Gerliani , Giorgi Margiani . შეიძლება ეს მათთვის არაფერია, მაგრამ ჩემთვის ეს თანადგომა ბევრს ნიშნავს  ცალკე დიდი მადლობა ჩემ თანამშრომლებს მულახის (მუჟალის) და ეცერის სკოლებიდან, და იქაურ მეგობრებს და ნაცნობებს, რომლებიც მთავაზობენ ყველანაირს დახმარებას ადგილზე (მანქანის ძიებიდან ღამისთევით დამთავრებული (თუ დამჭირდა)) და კარს მიღებენ თავიანთ სახლების.

დიდი მადლობა ყველას ვინც გულშიმატკივრობს ჩემს საქმეში და ყველანაირად გვერდში მიდგება.
უფალი გფარავდეთ მუდამ!

ძალიან მიხარია რომ ვმუშაობ ასეთ გულიან და თბილ ხალხთან; რომ მყავს არანაკლები კარგი და ერთგული მეგობრები და ნაცნობები. თქვენ მე მაბედნიერებთ და მაძლიერებთ.

p.s. შეიძლება ბევრ ადამიანისთვის სიგიჟეთ მიაჩნია ასეთი “მგზავრობა”, მაგრამ, ხალხნო, თუ არ იწვალე შედეგი არ იქნება და ოცნება ოცნებად დარჩება. მიყვარხართ
თქვენი ნინა”- წერს პედაგოგი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g