LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტიის, ამბროლაურის და ბათუმის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დაინიშნა

107
98841c781e4b136df6efce38180f845e-XL

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, 30 დეკემბერს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიის, ამბროლაურის და ბათუმის მიმართულებით დამატებით სიხშირეებს ნიშნავს. ფრენები შემდეგი განრიგით განხორციელდება:

ნატახტარი – მესტია: 11:30

მესტია – ნატახტარი: 13:00

ნატახტარი – ამბროლაური: 09:00

ამბროლაური – ნატახტარი: 10:15

თბილისი – ბათუმი: 10:00

ბათუმი – თბილისი: 12:00

შეგახსენებთ, თბილისი-ბათუმის მიმართულებით ბილეთის საფასური 125 ლარს შეადგენს, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით – 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3 წლამდე ჩვილების მგზავრობა უფასოა, ხოლო 3-დან 12 წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g