სულ ცოტა ხნის წინ, Metallica-მ საქველმოქმედო ტურნე დააანონსა, თუმცა ახლა გაირკვა, რომ კონცერტები ჯგუფის ფრონტმენის, ჯეიმს ჰეთფილდის გამო გადაიდო, რომელიც ალკოჰოლზე დამოკიდებულებას მკურნალობს. საუბარია ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში დაგეგმილ ტურნეზე. ჯგუფის ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ გაყიდული ბილეთების მფლობელებს თანხა უკან დაუბრუნდებათ.
შეგახსენებთ, ალკოჰოლდამოკიდებულების შესახებ ვოკალისტმა და გიტარისტმა ჯეიმს ჰეთფილდმა 2004 წელს ფილმში Some Kind of Monster ისაუბრა. ??