LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტი განაწილება თიბისისგან

442
თიბისი

თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს და მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.

„მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმარებელზე მორგებული, განახლებული პროდუქტი, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ ნივთის საფასური 36 თვემდე გაანაწილოთ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის თქვენს ფინანსურ მოქნილობას.

მეტი განაწილებით სარგებლობა მარტივია:

  • ლიმიტი: უპირველესად, თქვენი მობაილ ბანკიდან დაამტკიცეთ განაწილების ლიმიტი.
  • მეტი განაწილება: სალაროსთან დაასკანერეთ ტერმინალზე გამოსახული QR კოდი, გამოსულ პოპ-აპ ბანერზე აირჩიეთ განაწილება 4 თვემდე, რაც უპროცენტოა, ან მეტი განაწილება, რომლის არჩევით, შეგიძლიათ პროდუქტის საფასური 36 თვემდე გადაანაწილოთ, რის შემთხვევაშიც საკომისიო თვიური 1%, ეფექტური 23.4% იქნება.
  • მოქნილი არჩევანი: ფუნქციონალი შესაძლებლობას გაძლევთ, 36 თვემდე, თქვენთვის სასურველი განაწილების პერიოდი აირჩიოთ და თანხაც სწორედ ამ თვეების მიხედვით გადაანაწილოთ.

თიბისის „მეტი განაწილების“ ახალი ფუნქციონალი განაწილებას კიდევ უფრო მოსახერხებელს და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულს ხდის, რაც მეტად მრავალფეროვანი და მოქნილი შოპინგის გამოცდილებას ქმნის თითოეული მომხმარებლისთვის.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები