LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტი ინტერნეტი და Google Maps საჩუქრად – სელფის როუმინგის შეთავაზება გრძელდება

502
სელფი მობაილი

სელფი მობაილმა, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოში 1.3 მლნ აბონენტს ემსახურება, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფარგლებში, მომხმარებლებს არაერთი სიურპრიზი შესთავაზა.

გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშებს მართავდა, სელფის ფანზონები მოეწყო. აქ ქომაგებს მატჩამდე გახურება და ქართული ფეხბურთის ლეგენდებთან შეხვედრა შეეძლოთ.

სელფიმ მომხმარებელს ასევე წარუდგინა სრულიად განახლებული როუმინგი, კიდევ უფრო შემცირებული ტარიფებითა და გაზრდილი მეგაბაიტებით. შეთავაზებას საჩუქრად მოჰყვება Google Maps აპლიკაციით ინტერნეტის გარეშე სარგებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ პაკეტის ჩართვის შემთხვევაში Google Maps-ის გამოყენებისას როუმინგის მეგაბაიტები არ იხარჯება.

ამ დროისთვის სელფის როუმინგით სარგებლობის მაჩვენებელი სამჯერ აჭარბებს შარშანდელი წლის ამავე პერიოდის მონაცემს. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში ფეხბურთის ჩემპიონატის დროს დაფიქსირებული როუმინგის მომხმარებელთა რიცხვის 13-ჯერ ზრდა ივლისშიცაა შენარჩუნებული.

სელფის, მსოფლიოს მასშტაბით, ხელშეკრულება აქვს გაფორმებული წამყვან მობილურ ოპერატორებთან, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის საუკეთესო როუმინგ მომსახურებას.

შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ორი პაკეტი: ევროპასი (ევროპა + თურქეთი + Google Maps), ან კონტინენტალპასი (მსოფლიო + Google Maps).

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სელფის ვებგვერდს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები