LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტი ივარჯიშე სწორად კითხვების დასმაში – ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინელ ჟურნალისტს

217
Capture

საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. პრემიერს კითხვა დაუსვეს გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა გუშინ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობოს მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„მოგეხსენებათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დამნაშავე სააკაშვილი ქურდულად შემოიპარებოდა. ერთადერთი მიზნით – რომ მოეწყო არეულობა. მათ გეგმებში შედიოდა მკვლელობები. ჩვენმა სამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს და გუშინ მოახდინეს პრევენცია და აღკვეთეს შესაძლო დანაშაული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უკრაინელი ჟურნალისტს კითხვაზე – ვინ არის პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილის თვითმკვლელობაზე? –პასუხად ირაკლი ღარიბაშვილმა მას სწორი შეკითხვების დასმაზე ვარჯიში ურჩია.

„პირველ რიგში გირჩევ, რომ ივარჯიშე მეტი სწორად კითხვების დასმაში. ხოლო მეორე პენიტენციური სისტემა არის პასუხისმგებელი ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე და სააკაშვილი არ არის გამონაკლისი. კანონის უზენაესობა ამ ქვეყანაში დაცული იქნება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

mazda magti 5g