საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თომას მიულმანი აცხადებს, რომ „საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციამდე გრძელვადიანი და დიდი გზაა“.
როგორც თომას მიულმანმა ავსტრიის საგარეო პოლიტიკასა და საქართველოსთან ურთიერთობაზე გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, „საჭიროა საქართველოს მხრიდან ბევრი მუშაობა“.
„ჩვენ ვსაუბრობდით ასოცირების შეთანხმებაზე თუ როგორ შეუძლია საქართველოს ასოცირება. ჩვენ ახლა უკვე სხვა ლოგიკა გვაქვს, გაფართოების ლოგიკაზე ვსაუბრობთ. რაც შეეხება წევრობის განაცხადს, თქვენ მოლდოვა და უკრაინასთან ერთად შეიტანეთ საკმაოდ სწრაფად, დაჩქარებულად, ევროკავშირში განაცხადი და გასაოცარია, რომ ევროკავშირმა უკვე ორჯერ მოახერხა შეკრებილიყო და კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება გაეკეთებინა. პირველი: ევროპული საბჭოს შეკრება და დავალება კომისიას, რომ მოსაზრება გამოეტანა და შემდეგ უკვე ივნისში ის, რომ მიენიჭა თქვენს ქვეყანას ევროპული პერსპექტივა. ვინმეს თუ ჰქონდა შეკითხვა მისწრაფებასა და მიმართულებაზე, რომ საქართველოს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი. პასუხი ნამდვილად არის არა!
მოდით, მეტისმეტად ოპტიმისტი ნუ იქნებით პროცედურის მხრივ – ეს არის გრძელვადიანი, დიდი გზა. ავსტრიას ბევრი წელი დასჭირდა, რათა ადაპტირებულიყო ევროპულ სტანდარტებთან. ნამდვილად საჭიროა საქართველოს მხრიდან ბევრი სამუშაო, მაგრამ ვფიქრობ კარგი დღის წესრიგი გაქვთ. როდესაც ჩვენ განაცხადი გავაკეთეთ, სკოლის მოსწავლე ვიყავი, მაგრამ როდესაც დავიწყე მუშაობა, მაშინ შევედით ჩვენ ევროკავშირში. თითქმის, 10 წელი დაგვჭირდა. ჩვენ ისე სწრაფად არ ვპროგრესირებდით როგორც გვსურდა, მაგრამ წინსვლა გვქონდა. ავსტრიის პოლიტიკური აზროვნება და მიდგომებიც შეიცვალა. წლების განმავლობაში გვყავდა მემარცხენე, მემარჯვენე მთავრობები, მაგრამ, ამ კონკრეტულ პერიოდში, ჩვენმა პარტიებმა გადაწყვიტეს დიდი კოალიცია შეექმნათ, რომ რეალურად წინსვლა ყოფილიყო და ეთანამშრომლათ. არ იყო ადვილი, განსაკუთრებით, სოციალ-დემოკრატები ყოყმანებდნენ. ჩვენი მიდგომის ადაპტირება მოვახერხეთ და ევროკავშირში მოვიპოვეთ ჩვენი ადგილი. ასეთი იქნება თქვენი მომავალი, გისურვებთ წარმატებას, მაგრამ არამხოლოდ წარმატებას, არამედ დაგეხმარებით თუ შეგვიძლია“, – განაცხადა თომას მიულმანიმ.