LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: საქართველოს ევროპული მომავალი ურყევია! მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ღირსეული წევრი!

155
Untitled design

ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც რეკომენდაცია გასცა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი განცხადებით, საქართველოს ევროპული მომავალი ურყევია! კალაძე მზადყოფნას გამოთქვამს, გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ღირსეული წევრი!“

„ურყევია ქართველი ხალხის ნება – საერთო ღირებულებების დაცვით, ქართული, ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებით, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

მმართველი პოლიტიკური გუნდის, საქართველოს ხელისუფლების ყველა ნაბიჯი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

პარტია “ქართულმა ოცნებამ” უდიდესი ძალისხმევა გასწია ევროინტეგრაციის გზაზე, იქნება ეს გატარებული რეფორმები თუ იმ არაერთი გამოწვევის დაძლევა, რასაც ადგილი ჰქონდა და აქვს მიზანმიმართულად.

ოპოზიციის მხრიდან მუდმივი ხელის შეშლის, საბოტაჟის, პროცესებში მონაწილეობაზე უარის თქმის, პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობის მიუხედავად, “ქართული ოცნება” ერთგულია თავისი პრინციპების და არასდროს გადაუხვევს ქართველი ხალხის ნებას და ჩვენს მთავარ მიზანს.

უდავოა, საქართველომ ევროინტეგრაციის პროცესში მიაღწია დიდ პროგრესს და ამის აღიარება, არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელია.

მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკომისიას, რომელმაც რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, რათა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.

მადლობას ვუხდით ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს დახმარებისთვის, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად გასწია.

ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, ვინც კეთილსინდისიერად, პროფესიულად ემსახურება ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელებას ევროინტეგრაციის კუთხით.

მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ღირსეული წევრი!“,- წერს კალაძე.

 

საქართველოს ევროპული მომავალი ურყევია!ურყევია ქართველი ხალხის ნება – საერთო ღირებულებების დაცვით, ქართული, ეროვნული…Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on Wednesday, November 8, 2023

 

ამავე თემაზე იხილეთ:

„ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს“ – რა გამოხმაურება მოჰყვა ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას ოპოზიციაში

პრეზიდენტი: „ქართველ ხალხთან ერთად მიხარია და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“

ირაკლი კობახიძე: „მადლობა მინდა გადავუხადო ევროკომისიას სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის – ეს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის დამსახურებაა“

პრემიერი: „დღევანდელი დღე არის დამაგვირგვინებელი ჩვენი 11-წლიანი საქმიანობისა, რომელმაც მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა“

ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს.

პოპულალურები