LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს“ – რა გამოხმაურება მოჰყვა ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას ოპოზიციაში

214
Untitled design (24)

ევროკომისიის გადაწყვეტილებას, გასცეს რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი ოპოზიციაში ეხმაურებიან.

„როგორიც იყო ჩვენი დიდი იმედი და მოლოდინი, ქართველი ხალხის ხმა გადამწყვეტი აღმოჩნდა ევროკავშირისთვის, ევროკომისიისთვის, იმ დადებითი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც დღეს საქართველომ ქართველი ხალხის დამსახურებით მოიპოვა,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა განმარტა, მნიშვნელოვანია იმ რეფორმების განხორციელება, რომელზეც ამდენი თვის მანძილზე ვსაუბრობდით, იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ დარჩეს მხოლოდ განუხორციელებელი გადაწყვეტილება, არამედ მან მისცეს საქართველოს შესაძლებლობა, რომ გაიხსნას გაწევრიანების მოლაპარაკებები და საქართველომ წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა.

ამისთვის აუცილებელია დღეს რეფორმების განხორციელება და ამ რეფორმებისთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება, რადგან ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის სურვილი არასდროს იყო და იქნება რეფორმების განხორციელება, რასაც ხედავს ევროკავშირი,“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

„სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებას, ხელისუფლების მხრიდან ეს მისწრაფებები ნამდვილად უნდა იქნეს ყურადსაღები.“

„ქართველმა ხალხმა პირველი რაუნდი მოუგო რუსულ ოცნებას, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. მიუხედავად მათი საბოტაჟისა, ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ და ევროპის სურვილმა, რომ საქართველო არ გახდეს რუსეთის გუბერნია, პირველ რაუნდში გაიმარჯვა,“ – ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებას. 

„მე მინდა ეს პირველი წარმატება და ნაბიჯი, რომელიც არ არის საბოლოო და საბოლოოდ ჩვენ უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება რუსულ პარტიაზე, მივულოცო ქართველ ხალხს.

მინდა ასევე მივულოცო უკრაინის მოსახლეობას, უკრაინელ ხალხს, მოლდოველებს, რომლებიც კიდევ უფრო წარმატებულები არიან და გადადგეს უდიდესი ნაბიჯი, რომ გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, მთავარი ევროპელები ვართ ჩვენ, მთავარი ევროპული პარტია არის „ნაციონალური მოძრაობა“, მთავარია ხალხის ურყევი ნება, რომელსაც სურს ევროკავშირში.

ახლა ჯერი არის ჩვენზეა. ევროპამ გადაწყვიტა და ცხადია, რომ ეს ასეც იქნებოდა, საქართველო არ დატოვოს და მიატოვოს ტერორისტი პუტინის და რუსეთის ამარა, ამიტომ დღევანდელი გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის უმნიშვნელოვანესია,“ – თქვა ხაბეიშვილმა.

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის რეკომენდაციის გაცემას ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა.

„საქართველოს მოქალაქეებმა ეს შანსი არაერთხელ გადაარჩინეს. გადაარჩინეს მაშინ, როდესაც, მასშტაბური სამოქალაქო პროტესტის გზით, აიძულეს რუსული ხელისუფლება განაცხადი შეეტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. გადაარჩინეს მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ ერთიანი და უკომპრომისო ბრძოლით, რადგან ამ კანონით ივანიშვილის ხელისუფლება საბოლოოდ მოკლავდა კანდიდატის სტატუსი მიღების შანსს. გადაარჩინეს ყოველ ჯერზე, როცა ათი ათასობით ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში უკრაინისა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, რითაც პასუხს სცემდა შეკითხვას სად არის საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ადგილი.

ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ ევროკომისიის დღევანდელი რეკომენდაცია არ არის კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა აჩენს შანსს, რომ ევროპულმა საბჭომ 14-15 დეკემბრის სამიტზე მოგვანიჭოს სტატუსი.

რუსული ხელისუფლება აუცილებლად გააგრძელებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გზის საბოტაჟს. ქართველი ხალხის მთავარი ბრძოლა კი ჯერ წინაა. 

პრემიერი: „დღევანდელი დღე არის დამაგვირგვინებელი ჩვენი 11-წლიანი საქმიანობისა, რომელმაც მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა“

„ეს ნამდვილად არის ისტორიული დღე.. უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ, მინდა ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს მადლობა გადავუხადო“

დასკვნის ტექსტიდან ნათელია, რომ ევროკომისიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო არა იმიტომ რომ საქართველოს მთავრობამ შეასრულა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტი, არამედ იმიტომ რომ ევროპა აფასებს ქართველი ხალხის ურყევ ნებას და არასოდეს მიატოვებს მას ერთიანი, დემოკრატიული, ევროპული, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში,“ –წერია განცხადებაში.

?ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ქართველი ხალხის…

Posted by Girchi • გირჩი – მეტი თავისუფლება on ოთხშაბათი, 08 ნოემბერი, 2023

„მადლობა ქართველ ხალხს.. ეს მათი გამარჯვების დღეა, ჩვენ ერთად მივიყვანთ საქართველოს მშვიდობიან და უსაფრთხო ევროპაში,“- დაწერა სოციალურ ქსელში პარია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ. 

Posted by გახარია on ოთხშაბათი, 08 ნოემბერი, 2023

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით ევროკომისიის გადაწყვეტილებით, ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ამოცანებისათვის  არაფერი იცვლება.

„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საბოლოოდ მიღების შემთხვევაშიც კი, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ჩვენ, რეალურად კი არ ვუახლოვდებით, არამედ ვშორდებით ევროპას, დასავლეთს.

არცერთი მოქალაქე არ უნდა მოტყუვდეს, რომ კანდიდატის სტატუსის გამო ვითარება ნაკლებ საგანგაშოა, ვიდრე აქამდე იყო.

ივანიშვილის რეჟიმის გადარჩევამდე დასავლეთისგან სრული იზოლაციის საფრთხე მხოლოდ გაიზრდება და ამას დღეს მიღებული გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, ვერ შეცვლის.

ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი – პირველ რიგში, ნაციონალური მოძრაობა და ლელო, სამოქალაქო ორგანიზაციების არაერთი ლიდერი, რომლებიც „ლაივში“ ელოდებიან ზარ-ზეიმით ევროკომისიის გადაწყვეტილებას (რომელიც უკვე დღეებია, რეალურად, ყველასთვის ცნობილია) ან თავს იტყუებენ ან თვალთმაქცობენ და მოქალაქეებს ატყუებენ.

სინამდვილეში, ჩვენი ამოცანა უცვლელია – პუტინისტური რეჟიმის დემოკრატიული გზით შეცვლა პროდასავლური ანუ პროქართული, არაპოპულისტურ-შავრაზმული მთავრობით და ამ ქვეყნის რეალური შემობრუნება დასავლეთში ინტეგრაციისა და თავისუფალი სამყაროს წიაღში დაბრუნებისკენ.

ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ამოცანებისათვის დღევანდელი ამბით არაფერი იცვლება.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის…

Posted by Giga Bokeria on ოთხშაბათი, 08 ნოემბერი, 2023

დღეს ილია ჭავჭაძის დაბადების დღეა და როგორც ყველაფერში, აქაც მისი სიტყვები საუკეთესოდ ეხმიანება დღევანდელობას.

ტკბილი სიტყვა რა არისო! იტყოდა ხოლმე: „ამ გამწარებულს წუთი-სოფელში ტკბილი სხვა რა არის, რომ სიტყვა იყოს. რას მიქვიან ტკბილი სიტყვა!

თვალთმაქცობაა, სხვა არაფერი.

ტკბილი სიტყვა ნუგეშია, კაცს გულს მოჰფხანსო.

გულის-ფხანა რაღა დარდუბალაა!

ფხანა ქეცმა იცის. ნუ გაიქეციანებ გულს და ფხანაც საჭირო არ იქნება“ – ოთარაანთ ქვრივი,“– წერს სოციალურ ქსელში გიგა ბოკერია.

პრეზიდენტი: „ქართველ ხალხთან ერთად მიხარია და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“

ირაკლი კობახიძე: „მადლობა მინდა გადავუხადო ევროკომისიას სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის – ეს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის დამსახურებაა“

magti 5g