მეთიუ მაკონაჰი ოჯახთან ერთად სამხრეთ აფრიკაში იმყოფებოდა, სადაც ახალი ფილმის „ბნელი კოშკის“ გადაღებები მიმდინარეობს. პაპარაცებმა ოსკაროსანი მსახიობი მაშინ გადაიღეს, როცა ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად ნიუ-იორკში ბრუნდებოდა.
ამჯერად ყურადღება არა მაკონაჰის ახალმა ფილმმა, არამედ მისი ფრჩხილების სიგრძემ მიიქცია. მსახიობს გრძელ ფრჩხილზე მანიკიური ესვა , რამაც ინტერნეტში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ამ დროს გაირკვა, რომ მაკონაჰი სტივენ კინგის რომანის ეკრანიზაციაში ბოროტი ჯადოქრის, უოლტერ პადიკის როლს ასრულებს და იმიჯიც შესაბამისად აქვს მორგებული.