LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიზ უიზერსფუნის მეგა-ვარსკვლავური დაბადების დღე (ფოტო/ვიდეო)

167

ოსკაროსანი რიზ უიზერსფუნი 40 წლის გახდა. ამ დღესთან დაკავშირებით მომხიბვლელმა ქერათმიანმა მსახიობმა ჰოლივუდის თითქმის ყველა A კლასის მსახიობს უმასპინძლა. წვეულება უიზერსფუნმა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ლაუნჯში გამართა და ფანტასტიური დრო გაატარა უახლოესი მეგობრების გარემოცვაში. დაპატიჟებულ სტუმრებს შორის იყვნენ ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ, ნიკოლ კიდმანი კიტ ურბანთან ერთად, რობერტ დაუნი უმცროსი, ტეილორ სვიფტი, ქეით ჰადსონი, მეთიუ მაქქონაჰი, სარა პაულსონი, კრის მარტინი და სხვები.

თავად უიზერსფუნი ბრწყინავდა მინი-კაბასა და Gucci-ის ოქროსფერ ფეხსაცმელში. ფოტოგრაფების ობიექტივში ბევრი საინტერესო კადრი მოხვდა. მათ შორის ნიკოლ კიდმანისა და კიტ ურბანის რომანტიული ფოტო, ხელჩაკიდებული მეთიუ მაქქონაჰი და მისი მეუღლე, რობერტ დაუნი უმცოსი თავის ულამაზეს მეუღლესთან ერთად. ზოე კრავიცი ბოიფრენდის თანხლებით და სხვ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები