LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეთიუ მილერი – რაც შეეხება იმას, თუ რა სანქციები იქნება და ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული, მოგიწევთ, დაელოდოთ ჩვენს ოფიციალურ განცხადებას

161
მეთიუ მილერი

რაც შეეხება იმას, თუ რა სანქციები იქნება და ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ამისთვის მოგიწევთ, დაელოდოთ ჩვენს ოფიციალურ განცხადებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო მდივანმა გასულ კვირას განცხადებაში ნათლად განმარტა, რომ აშშ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის, სანქციებს.

„როგორც იცით, მე არ ვისაუბრებ პოტენციურ სანქციებზე, რომელთა დაწესებასაც ვაპირებთ ქართველი თანამდებობის პირების ან საქართველოში მყოფი კონკრეტული პირების მიმართ. ჩვენ ნათლად გამოვხატეთ ღრმა შეშფოთება იმ მიმართულების ცვლილების გამო, რომელიც საქართველოს მთავრობამ აირჩია. თქვენ ნახეთ სახელმწიფო მდივნის განცხადება გასულ კვირას, სადაც მან ნათლად განმარტა, რომ ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საქართველოს პასუხისმგებლობის დასაყენებლად ამ ნაბიჯებისთვის, მათ შორის, ახალი სანქციების დაწესებას. რაც შეეხება იმას, თუ რა სანქციები იქნება და ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ამისთვის მოგიწევთ, დაელოდოთ ჩვენს ოფიციალურ განცხადებას“, – განაცხადა მილერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g