მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგა. „სადგურის მოედნის“ თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მოძრაობა ყველა მიმართულებით აღდგა.
პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებული იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იფორმაციით, მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ ხანძარი ელექტროსადენებს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება რამდენიმე წუთში შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.