მეტროსადგურ „ისანსა“ და „300 არაგველის“ სადგურებს შორის მდებარე დამხმარე გვირაბში 12:00 საათისთვის დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებოდა ტექნიკური ჯგუფი, რომელმაც დროულად მოახდინა რეაგირება და ხარვეზის გამოსწორება.
მეტროს მოძრაობა არ შეფერხებულა და ჩვეულ რეჟიმში ემსახურება მგზავრებს.
ფოტო: 1tv.ge