მეტროსადგურ „სამგორში“ ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა.
„ფორტუნას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, რომ მამაკაცი უკვე კლინიკაშია გადაყვანილი.
“მამაკაცი მეტროსადრგურ „სამგორის“ ლიანდაგებში დაახლოებით 7-ს რომ აკლდა 20 წუთი მაშინ ჩავარდა. მისი ამოყვანა ლიანდაგებიდან შეძლეს და გადაყვანილია კლინიკაში. დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში მეტროს პირველ ხაზზე მატარებელი მეტრო „ახმეტელიდან“ – „300 არაგველამდე“ მოძრაობდა,” – განაცხადა ლელა სეთურიძემ ფორტუნასთან საუბრისას.