დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მეტროსადგურების რეაბილიტაცია დაიწყება.
კალაძის თქმით, ასევე იგეგმება ცალკეული ვაგონების შეკეთებაც.
„ვარკეთილის მეტროშიც და სხვა მეტროსადგურებშიც დაიწყება რეაბილიტაცია. ჩვენ გვინდა მთლინად მოხდეს ამ მიმართულებით სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, დაგეგმილია ვაგონების განახლება”,- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ გაზაფხულზე ჭეში ჩამოინგრა.