LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგური “ვარკეთილი” მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

185
27067424-10204114346376761-4015737695185076771-n

რამდენიმე წუთის წინ მეტროსადგურ “ვარკეთილში” ძლიერი დაკვამლიანების გამო, მგზავრების გადაყვანა შეჩერდა. მოქალაქეების თქმით, ადგილზე იგრძნობა მძაფრი სუნიც. გამოიძახეს როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახური, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განგვიმარტეს, რომ მეტროსადგურ “ვარკეთილში” არსებული დაკვამლიანება,  გამოწვეული იყო ელექტროსადენებში მომხდარი მოკლე ჩართვის შედეგად. მათივე განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და აღნიშნულ სადგურზე მგზავრების მომსახურეობა უახლოეს საათში კვლავ იქნება შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები