საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი, თბილისის მეტროპოლიტენში არსებულ მცირე შეფერხებას ეხმიანება. მესხიშვილი წერს, რომ მეტროს ყველა მიმართულებით სერიოზული კრიზისი აქვს, სატრანსპორტო კომპანია კი ფაქტებს მალავს.
“მეტროში არის სერიოზული კრიზისი თითქმის ყველა მიმართულებით (ინფრასტრუქტურა, მენეჯმენტი, დასაქმებულები და ა.შ.). თბილისის მერიის სამსახურებო და სატრანსპორტო კომპანიავ, ვიცი რომ ცდილობთ დამალოთ შექმნილი რთული ვითარება. ჰოდა გაფრთხილებთ: ფაქტების თავგანწირული დამალვის ფონზე, ემანდ რამე უბედურება არ დაატრიალოთ!” – წერს მესხიშვილი.
მეტროში “ფეისბუქზე” გადატვირთული ვაგონების შესახებ წერს ჟურნალისტი თამარ ჩიკვატია.
„15 წუთი ველოდე. მოვიდა ასეთი. მიკროავტობუსები ცენტრალური ქუჩებიდან მოხსნათ კი არა, მეტროს ვაგონები დაამატეთ ჯერ,“ – წერს ჟურნალისტი თამარ ჩიკვატია.
მეტროპოლიტენის სხვა პრობლემაზეც გამახვილდა ყურადღება მედიაში. საუბარი იყო მეტროსადგურ “გოცირიძეზე” არსებული ხიდის მდგომარეობაზე. თუმცა, სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და გოცირიძის ხიდი მგზავრთა გადაყვანისთვის უსაფრთხოა. ამის მიუხედავად, ხიდზე დროებით მატარებლებს გადაადგილების სიჩქარე შეზღუდული აქვთ.
მეტროსადგურ "გოცირიძის" ხიდზე დროებით მატარებლების სიჩქარე შეზღუდულია - საშიშია თუ არა ხიდი მგზავრებისთვის
ექსპერტიზა საყრდენ ბურჯთან დაკავშირებით, წელს სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა, თუმცა საბოლოო შედეგები ამ დროისთვის ხელმისაწვდომი არ არის