LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეუბნებოდნენ, რა გინდა ძიუდოზე, არ არის ქალის საქმე, ტყუილად ფლანგავ დროსო… მე ძიუდომ ძალიან ბევრი მომცა. წარმატება, მეგობრები, შემახვედრა ჩემს მეუღლეს და მაპოვნინა საკუთარი თავი“ – ეთერ ლიპარტელიანი

133
ეთერ ლიპარტელიანი

ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ისტორია დაწერა. წარმატებამდე მისასვლელი გზა რთული და მტკივნეული იყო, თუმცა შედეგი ყველაფრად ღირდა.

ეთერ ლიპარტელიანი ჟურნალ „თბილისელებთან“ (19 აგვისტოს ნომერი) წარმატებამდე მისვლის რთულ გზას იხსენებს.

„პირადად ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, დამოკიდებულება, რომ ძიუდო ქალების არაა. როდესაც ძიუდოზე დავიწყე სიარული, ახლობლები მეუბნებოდნენ, რა გინდა ძიუდოზე, არ არის ქალის საქმე, ტყუილად ფლანგავ დროსო. დედაც წინააღმდეგი იყო. უნდოდა, სპორტის შედარებით ნაზი სახეობით დავკავებულიყავი, მაგალითად ცეკვით, ან ტანვარჯიშით. არავის მოვუსმინე და მადლობა ღმერთს. ბედნიერი ვარ, რომ ასე მოვიქეცი. შეიძლება იგივე სხვა პატარა გოგოსაც უთხრან გარშემომყოფებმა და მან ეს გაითვალისწინოს. შეიძლება ბევრს უშლიდნენ სპორტის ასეთ სახეობაში ასპარეზობას და ამით დიდი მომავალი წაართვან. მეც რომ დამეჯერებინა, დღეს ხომ ეს ყველაფერი არ იქნებოდა. ალბათ ვიცხოვრებდი სვანეთში და არ ვიცი, რა მომავალი მექნებოდა. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდა მშობლებს ვუთხრა, თუ გოგონას უნდა კონკრეტულ სპორტზე სიარული, არ აუკრძალონ. აუცილებელია ბავშვის სურვილების გათვალისწინება. თუ ბავშვს გულით უნდა, ყველაფერი გამოუვა.

ვიტყვი იმასაც, რომ ჯერჯერობით არც სხეული დამმახინჯებია და არც არაფერი მსგავსი. მე ძიუდომ ძალიან ბევრი მომცა. წარმატება, მეგობრები, მასწავლა ცხოვრება. შემახვედრა ჩემს მეუღლეს და მაპოვნინა საკუთარი თავი“, – ამბობს ეთერ ლიპარტელიანი.

ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ ჟურნალში „თბილისელები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g