LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე ნიკოლოზი: „ჩვენ არ ვერევით ადამიანის პირად არჩევანში. ვის აირჩევს, როგორ აირჩევს – აქ ადამიანისთვის რაიმე მითითების მიცემა არ შეიძლება… პიროვნებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუთითო, რა არჩევანი გააკეთოს“

118
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი (1)

„ყველა ადამიანმა არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს. ჩვენ არ ვერევით ადამიანის პირად არჩევანში. ვის აირჩევს, როგორ აირჩევს, მე მგონია, რომ აქ, ადამიანისთვის რაიმე მითითების მიცემა არ შეიძლება“ – აღნიშნული განცხადება ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან სვეტიცხოვლის დღესასწაულზე, მცხეთაში გააკეთა.

მისი განმარტებით, თუ გვინდა, ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფო, ეს თავისუფალი სახელმწიფო პიროვნებებისგან უნდა შედგებოდეს:

„ყველა ადამიანმა არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს. ჩვენ არ ვერევით ადამიანის პირად არჩევანში. ვის აირჩევს, როგორ აირჩევს, მე მგონია, რომ აქ, ადამიანისთვის რაიმე მითითების მიცემა არ შეიძლება იმიტომ, რომ თუ გვინდა, ვიყოთ თავისუფალი სახელმწიფო, ეს თავისუფალი სახელმწიფო პიროვნებებისგან უნდა შედგებოდეს. მოქალაქეები უნდა იყვნენ პიროვნებები და აი, პიროვნებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიუთითო, რა არჩევანი გააკეთოს“ – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g