LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ისე, როგორც სხვა პატიმრები: კახა კალაძე

98
კალაძე

მიხეილ სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ისე, როგორც სხვა პატიმრები, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის და კრიზისი მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობაშია”.

განცხადება დედაქალაქის მერმა მიტროპოლიტის, ნიკოლოზ ფაჩუაშვილის ინიციატივაზე კომენტირებისას გააკეთა. კალაძის თქმით, კრიზისი მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობაშია”

„პოლიტიკური კრიზისი გააჩნია „ნაციონალურ მოძრაობას”. ქვეყანაში არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს. მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული, მას აქვს მისჯილი კონკრეტულ დანაშაულებზე და მოიხდის სასჯელს ისე, როგორც ყველა პატიმარი”,- განაცხადა კალაძემ.

მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ინიციატივით გამოდის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობაში იყოს, რისთვისაც საკუთარ ეპარქიას გამოყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები