LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე ნიკოლოზი პატრიარქის გადადგომის შესახებ ინფორმაციაზე – იმის კისერზე იყოს, ვინც ეს გაავრცელაა

106
ნიკოლოზი და პატრიარქი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი გავრცელებულ ინფორმაციის, რომლის თანახმადაც პატრიარქი ილია მეორე გადადგომას აპირებს, კომენტირებისას ამბობს, რომ „ეს არის სამარცხვინო და მორიგი თავდასხმა პატრიარქზე“.

როგორც მეუფე ნიკოლოზი განმარტავს, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება სამარცხვინო საქციელია.

„ეს არის სამარცხვინო, მორიგი თავდასხმა პატრიარქზე. იმის კისერზე იყოს, ვინც ეს გაავრცელა. სამარცხვინო საქციელია, ეს არის თავდასხმა პატრიარქზე. ვინც ეს გაავრცელა, პასუხი აგოს“,- აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.

შეგახსენებთ, გუშინ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეკემბერში პატრიარქი გადადგება. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დღეს გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „ეს იყო ტყუილებით სავსე სიუჟეტი“.

“ეს არის მორიგი ფანტაზია, ტყუილი, ტყუილი, ტყუილი” – ანდრია ჯაღმაიძე დეკემბერში პატრიარქის გადადგომაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g