LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე ნიკოლოზი: პატრიარქის წერილში კონკრეტულ რეალობასთან „შეგუების“ მსგავსი არაფერი წერია, საუბარია ჭეშმარიტი რეალობის შემეცნებაზე

165
BeFunky-collage (2)

„პატრიარქის წერილში, კონკრეტულ რეალობასთან „შეგუების“ მსგავსი იქ არაფერი ეწერა. სიტყვა შეგუება საერთოდ არ არის ნახსენები. ის რაც წერია, ხალხისთვის სრულიად გაუგებარია. აქ საუბარია ჭეშმარიტი რეალობის შემეცნებაზე. ეს სიტყვებიც არ იქნებოდა ამ წერილში, რომ არა ერთი გარემოება – წელიწადზე მეტია, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მიხეილ სააკაშვილი სისტემატურად ეზიარება“,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რითაც  პატრიარქის წერილს გამოეხმაურა.

„როგორც წესი, მიხეილ სააკაშვილს ორ კვირაში ერთხელ ვნახულობ. გუშინ დაუკარგავს გონება, ამის შემდეგ, გადასხმები გაუკეთეს და ახლა შედარებით უკეთ იყო, ამიტომ ჩვენი კომუნიკაციაც შედგა. ბოლო შეხვედრის შემდეგ მე ვიმოგზაურე ათონის მთაზე და ძირითადად, ჩემს მოგზაურობაზე ვუყვებოდი.

შევეხეთ პატრიარქის წერილის თემასაც. კონკრეტულ რეალობასთან „შეგუების“ მსგავსი იქ არაფერი ეწერა. სიტყვა შეგუება საერთოდ არ არის ნახსენები. ის რაც წერია, ხალხისთვის სრულიად გაუგებარია. აქ საუბარია ჭეშმარიტი რეალობის შემეცნებაზე. ეს სიტყვებიც არ იქნებოდა ამ წერილში, რომ არა ერთი გარემოება – წელიწადზე მეტია, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მიხეილ სააკაშვილი სისტემატურად ეზიარება. მის პირველ ზიარებასა და ბოლო ზიარებას შორის ძალიან დიდი სხვაობაა სწორედ იმიტომ, რომ ამ საიდუმლოებებით ეს ადამიანი რეალობას შეიცნობს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ეკლესია იურიდიულ პროცესებში ვერ ჩაერევა და ესა მიზეზი, რატომ ვერ მიმართავს ეკლესია პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით და დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობის კურსი აუცილებლად უცხოეთში უნდა გაიაროს.

„ეკლესიას უფლება არ გვაქვს, რომ შეწყალების აქტთან დაკავშირებით, პრეზიდენტსა და მთავრობაზე გავლენა მოვახდინოთ. ეკლესიის პოზიცია დაფიქსირებულია იმით, რომ მე აქ დავდივარ. მე თვითონ, როგორც თვითმხილველი, ბევრჯერ ვიმეორებ, რომ ჩემი ძალიან მკაფიო აზრი არის ასეთი, მან მკურნალობის კურსი აუცილებლად უცხოეთში უნდა გაიაროს. ჩვენ სახელმწიფო და იურიდიულ პროცესებში ვერ ჩავერევით. ჩვენ ამის პრეცედენტიც გვაქვს, მივმართეთ პრეზიდენტს დეკანოზი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით და პრეზიდენტმა ის არ შეიწყალა. ჩვენ მეტი არაფერი შეგვიძლია“, – განაცხადა მეუფემ.

ბოლო წლის განმავლობაში მე მართლაც გავძლიერდი სულიერად.. მადლობელი ვარ მისი უწმინდესობის, რომ მიუხედავად დიდი გადაღლისა, ძალიან თბილად შეხვდა და დიდხანს ესაუბრა სანდრას და ნიკოლოზს – მიხეილ სააკაშვილი

ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს მხნეობას ურჩევს და გამძლეობას, მაგრამ გამძლეობა და ყველანაირი რესურსი ამოიწურა – ალასანია

„გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი, სხვა რეალობის შესაცნობად“ – რას სწერს პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g