LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს მხნეობას ურჩევს და გამძლეობას, მაგრამ გამძლეობა და ყველანაირი რესურსი ამოიწურა – ალასანია

217
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს - 2023-01-05T214217.082

ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მხნეობას ურჩევს და გამძლეობას, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გამძლეობა და ყველანაირი რესურსი ამოიწურა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.

ალასანია – გონების დაკარგვის შემდეგ, ძალიან გაუჭირდათ მიხეილ სააკაშვილის მოსულიერება – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც კოლექტიურად კლავენ ჩემს შვილს, სამაგალითოდ დაისაჯონ

გიული ალასანიას თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ფატალურად დასრულდება, სახელმწიფოებრიობა აღარ გვექნება.

„ახლა მივიღეთ პატრიარქის წერილი, მხნეობას და გამძლეობას უსურვებს. როდემდე გამძლეობას? ეს ადამიანი უსასრულო ხომ არ არის? როდემდე გაძლებს ადამიანი, რა გამძლეობაზეა ლაპარაკი? ცოტა გაუგებარი იყო ჩემთვის ის, რომ „შეიგრძნოს ახალი რეალობა“, რომელია ეს ახალი რეალობა, რომ ჩვენ აღარ ვართ სახელმწიფო და საბოლოოდ გავხდით რუსეთის პროვინცია, ეს არის ჩვენი რეალობა დღეს?

თუ ჩემი შვილი აღარ იქნება და მართლად ეს მოხდა და დასრულდება ფატალური დასასრულით, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ წელში გადავტეხავთ საქართველოში დემოკრატიას, რომლის მნიშვნელობაც გაუგებარია ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობისთვის და განსაკუთრებით ჩვენი ხელისუფლებისთვის. სახელმწიფოებრიობა აღარ გვექნება, წაიშლება საქართველო, როგორც იყო წაშლილი მრავალი წელი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

„გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი, სხვა რეალობის შესაცნობად“ – რას სწერს პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს

ინფორმაციისთვის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს წერილი მისწერა, სადაც ის მადლობას უხდის აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის და ჯანმრთელობას უსურვებს.

“ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისათვის, მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს.

გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და, პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად”, – ნათქვამია წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g