მე მას ვუსურვებ მხოლოდ კარგს, იცით, რომ მე არ მიძნელდება ადამიანის არც ქება და არც ჩემი პოზიციის გამოხატვა , – ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა კათოლიკოს-პატრიარქად შიო III-ის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.
კითხვაზე ის ხომ არ მღვდელმთავარი, რომელმაც ბიულეტენი გააუქმა, მეუფე ზენონმა უპასუხა, რომ ის არ ყოფილა და მან თავისი არჩევანი დააფიქსირა.
„არა როგორ გეკადრებათ, მე ჩემი ხმა მივეცი სხვას. არჩეული იქნა მეუფე შიო ხმათა უმრავლესობით კათოლიკოს-პატრიარქის პატივში. მე მას ვუსურვებ მხოლოდ კარგს, იცით, რომ მე არ მიძნელდება ადამიანის არც ქება და არც ჩემი პოზიციის გამოხატვა. მას ვუსურვებ წარმატებას, რომ ემსახუროს საქართველოს, საქართველოს ეკლესიას და ემსახუროს ადამიანებს.“- განაცხადა მეუფე ზენონმა.
მეუფე ზენონის თქმით, მან მხარი დაუჭირა მეუფე იობს.
„მეუფე იობს იმიტომ გამოვუცხადე მხარდაჭერა, რომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ მის პირად მონაზვნურ ცხოვრებას, ღვაწლს საქართველოს ეკლესიაში”, – დასძინა მან.
