LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სინოდის სხდომა ძალიან ცივილიზებულ, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა – შეიქმნა საარჩევნო კომისია, რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ გადაწყვეტილება იქნება მომავალ სხდომაზე“ – მეუფე ზენონი 

148
მეუფე ზენონი

მთავარეპისკოპოს ზენონის ინფორმაციით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე პატრიარქის კანდიდატის ასაკისა და განათლების საკითხებზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

„ეს იყო 6 – საათიანი სხდომა. ძალიან ცივილიზებულ, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები. ძირითადად განხილვა მოხდა პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით. შეიქმნა საარჩევნო კომისია. რაც შეეხება განათლების და ასაკის საკითხს, ამის შესახებ [გადაწყვეტილება] იქნება მომავალ სხდომაზე.

ზოგადი საუბარი იყო. არ ჩაითვალა, როგორც სინოდის განსახილველი საკითხი, გადაიდო მომავალ სხდომამდე. აზრის გაცვლა-გამოცვლა იყო. ეს არ წარმოადგენს იმპერატიული კატეგორიის საკითხს. კენჭისყრაზე იქნება დამოკიდებული როგორ აირჩევს უმრავლესობა. ყველაფერი ერთ სხდომაზე გადაწყდება. შემდეგი იქნება სინოდის გაფართოებული სხდომა, სადაც ავირჩევთ პატრიარქს“,- განაცხადა მეუფე ზენონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g