LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეუღლე ამქვეყნად ალბათ ყველაზე მეტად უყვარდა, მთელი ცხოვრება, უფლის შემდეგ რუსკას მიუძღვნა… შვილებს არა მხოლოდ ზრდიდა, მათი აღზრდით იყო დაკავებული“ – „სიყვარულის მოძღვრის“, გარდაცვლილი მამა თეიმურაზ ქორიძის სიყვარულის ისტორია და ურთიერთობა შვილებთან

199
b0b4ae59-2e26-41de-9d58-7dfa6c947c58

30 წლის ასაკში გარდაცვლილი, მამა თეიმურაზ ქორიძის შესახებ ჟურნალ „სარკეს“ მისი ბავშვობის მეგობარი და შვილის ნათლია, თენგო ბატონისაშვილი ესაუბრა. როგორც მამაოს ბავშვობის მეგობარი ჰყვება, „სიყვარულის მოძღვარი“ ცდილობდა ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე, ყველაფერი მოესწრო:

„წლები შეყვარებულები იყვნენ, თავიდან გვიმალავდა, მერე გამოვტეხეთ, გვითხრა მიყვარსო“ – ასე გაიხსენა მამა თეიმურაზის და მისი მეუღლის სიყვარულის ისტორია რესპონდენტმა ჟურნალთან.

თენგო ბატონისაშვილის თქმით, წყვილმა ჯვარი მალევე დაიწერა და იმავე წელს, 21 წლის ასაკში მამა თეიმურაზი დიაკვნად აკურთხეს:

„მეუღლე ამქვეყნად ალბათ ყველაზე მეტად უყვარდა. მთელი ცხოვრება, უფლის შემდეგ რუსკას მიუძღვნა. საკმაოდ რომანტიკული იყო და სიურპრიზებსაც უწყობდა. მეუღლისადმი მისი სიყვარული ნათლად ჩანს მის ლექსებში…

შვილებს არა მხოლოდ ზრდიდა, მათი აღზრდით იყო დაკავებული, ვიდეოებიც აქვთ გადაღებული, ლოცვას რომ ასწავლის, ორივე ბავშვი ძალიან ჰგავს მამას“ – უყვება ჟურნალს თენგო ბატონისაშვილი.

„ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია მღვდელ თეიმურაზ ქორიძისთვის, არასოდეს დაივიწყებს მას – სიყვარულის დიდი ნიჭით დაჯილდოებულ, მართლაც გამორჩეულ მოძღვარს, თავმდაბალ და ღირსეულ პიროვნებას, მრავალთა იმედს“ – პატრიარქის სამძიმრის წერილი

„მან სრულიად ახალგაზრდამ აირჩია უფლის გზა და სამსახურებლად თბილისის მკვიდრი, რაიონში, სოფელ დიდ ჩაილურში, წავიდა. ესეც მისი პიროვნების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია“.

ინტერვიუს ვრცლად წაიკითხავთ ჟურნალის „სარკე“ 25 დეკემბრის ნომერში.

კახა მიქიაშვილი: „როგორ მოახერხა ამ ახალგაზრდა ადამიანმა, ამხელა სიყვარულის დატოვება…სამაგალითო მღვდელი და მეგობარი, ცხოვრობდა ისე, რასაც ქადაგებდა და ქადაგებდა ისე, როგორც ცხოვრობდა!“

„ჩემო მშვენიერო, როდესაც მე აღარ ვიქნები და შენს დაბადების დღის აღსანიშნავ ახალ წერილს ვეღარ წაიკითხავ…“ – მამა თეიმურაზის ემოციური წერილი შვილს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g