კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის გოგო მარი მახარაძეა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში „სენაკის ქრონიკა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, მარი მახარაძეს მეუღლე და 8 თვის ბიჭი დარჩა.
შეგახსენებთ, რომ მარი მახარაძე კლინიკა „მედცენტრში“ რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა. პაციენტს სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა და ის თავდაპირველად რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
აჭარაში კორონავირუსის გართულების შედეგად 20 წლის გოგო გარდაიცვალა