უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გიორგი გრიგოლია დაიღუპა. გიორგი დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიაზე იბრძოდა.
41 წლის ქართველი მებრძოლი, რუსი ოკუპანტების საარტილერიო შეტევის დროს, უკრაინელებთან ერთად დაიღუპა.
ის უკრაინაში, ცოლ-შვილთან ერთად, წლებია ცხოვრობდა.
„მის მეუღლეს ეძებენ ყველანაირად, რადგან ომი როცა დაიწყო, ბიძაჩემმა ისინი თურქეთში გახიზნა. წინაღობა ეს არის, რის გამოც ფერხდება მისი გადმოსვენების ამბავი საქართველოში, ითხოვენ ცოლის თანხმობას.
ჩართულია საქართველოს საკონსულო და ყველანაირად ცდილობენ, რომ მისი ჩამოსვენების ამბავი მოგვარდეს,“ – აცხადებს გიორგი გრიგოლიას დისშვილი ნინო სიგუა.
ვრცელდება ცნობები უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ
24 თებერვლიდან, უკრაინის ტერიტორიაზე უკვე 13 ქართველი მებრძოლია დაღუპული.