LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუღლესთან გაშორების შემდეგ კაკამ ახალი სიყვარული იპოვა

87

იტალიური ”მილანის” ლეგენდარული შემტევი კაკა, რომელიც ამჟამად ”ორლანდო სიტის” ფეხბურთელია, მეუღლეს – კაროლინ სელიკოს ოფიციალურად დაშორდა. როგორც იცით, ბოლო დროს 33 წლის ფეხბურთელის პირადი ცხოვრების შესახებ დიდი აურზაურია ატეხილი.

რიკისა და კაროლინს სერიოზული პრობლემები ჰქონდათ ქონების გაყოფასთან დაკავშირებით. მათ დავას ბოლო მოეღო და გაყრაც ოფიციალურად დადასტურდა.

ამ ყველაფერს კაკასთვის ხელი არ შეუშლია ახალი სიყვარულის პოვნაში. მისი რჩეული ვანესა რიბეიროა, რომელიც ბრაზილიის ერთ-ერთი ცნობილი მაღაზიების ქსელის მენეჯერია.

ვანესას თქმით კაკა მისი ბავშვობის სიყვარულია და მასთან ყოფნით ოცნება აისრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები