LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეუღლის სამსახურებრივი საკითხის მოსაგვარებლად, მის მენეჯერს შეხვდა და შეურაცხყოფა მიაყენა“ – მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე შსს-ს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი ამხილეს

139
დაკავება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი ამხილეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ბათუმში, 2024 წლის 7 თებერვალს, ბრალდებული ჰ.ვ. თავისი მეუღლის სამსახურებრივი საკითხის მოსაგვარებლად, იმ კერძო კომპანიის მენეჯერს შეხვდა, სადაც მისი მეუღლე იყო დასაქმებული.

ბრალდებულმა დაზარალებული ა/მანქანაში ჩაისვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გააფრთხილა, რომ მისი მეუღლისგან სამსახურებრივი გაფრთხილების დოკუმენტზე ხელისმოწერა აღარ მოეთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმში საცხოვრებლად არ გააჩერებდა და პრობლემებს შეუქმნიდა.

ასევე, ბრალდებულმა დაზარალებულს ა/მანქანიდან გადასვლის საშუალება არ მისცა და ძალის გამოყენებით ა/მანქანაში დაბრუნება მოსთხოვა.

უწყების ინფორმაციით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მიმართვის შემდეგ გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით, სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები მოიპოვა.

„გამოკითხული იქნა დაზარალებული და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები, სასამართლო განჩინების საფუძველზე მოპოვებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო პერიოდის კერძო ობიექტების სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები და განხორციელდა მათი დათვალიერება. ასევე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები“. – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) წარედგინა.

დანაშაული 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.

🔈სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა იძულების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა სპეციალური…

Posted by სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service on Friday 26 April 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები