გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების პირველ მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მთელი საქართველოდან 100-მდე მეწარმე ქალი მიიღებს და გამოფენის სტუმრებს წარუდგენს საკუთარ პროდუქციას, რომლის შეძენაც ადგილზევე იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ გამოფენის მნიშვნელოვანი ნაწილი მეწარმე ქალებისთვის სამოტივაციო და საგანმანათლებლო სესიების, გამოსვლებისა და პრაქტიკული მასტერკლასების ჩატარებასაც ითვალისწინებს. საინტერესო პროგრამა ელით ვიზიტორებსაც.
თემასთან დაკავშირებით, გადაცემაში „ბიზნესკურიერი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტების მენეჯერმა ანა ფაშალიშვილმა ისაუბრა.
– ანა რა გეგმა გაქვთ ამ გამოფენისთვის, როგორც ვიცი პირველად იმართება და როდის არის დაგეგმილი გამოფენა-გაყიდვა.
ასეთი დიდი მასშტაბით ნამდვილად პირველად იმართება.90-მდე ქალი მეწარმის პროდუქცია და სერვისები იქნება წარმოდგენილი „ექსპო ჯორჯიაში“ 2 ოქტომბერს. მონაწილეები გვეყოლება საქართველოს ყველა რეგიონიდან. გვინდა, რომ ბევრი ადამიანი მოვიდეს და შეიძინოს ქალი მეწარმეების პროდუქტები.
– როგორც გამოავლინეთ ეს ადამიანები? ვიცი, რომ წლებია უკვე, რაც ქალთა გაძლიერების კუთხით, განსაკუთებით, მეწარმეობის თვალსაზრისით.
თბილისის გასამართი ექსპო არის გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ევროპისა და ცენტრალურ აზიის რეგიონული ოფისის ერთ-ერთი ინიციატივის ნაწილი. 12 ენაზე გამოცხადდა აპლიკაციის მიღება. მათ შორის ქართული იყო ერთ-ერთი ენა. 1500-ზე მეტი აპლიკაცია მივიღეთ 27 ქვეყნიდან. საქართველოდან 300-მდე აპლიკაცია შემოვიდა, რაც კარგი მაჩვენებელია. მოხდა გადარჩევა და არიან ის ქალები, რომლებთანაც ადრეც გვიმუშავია და არიან ის ქალებიც, რომლებიც დამოუკიდებლად ეწევიან მეწარმეობას და ახლა იქნება მათი პროდუქტები წარმოდგენილი. გადარჩევა მოხდა საკმაოდ დეტალურად, რაც ხანგრძლივი პროცესი იყო, რის შედეგადაც შეირჩა 90-მდე საუკეთესო პროფილი, რომ წარადგინონ თავისი პროდუქტები.
იქნება სასმელი, საკვები პროდუქტები, იქნება ტურიზმი და სტუმარმასპინძლობა, ავეჯი და დეკორი. იქნება ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები, ტანსაცმელი, ტექსტილი, სილამაზე და თავს მოვლა. გვექნება ასევე საბავშვო ტანსაცმელი და აქსესუარები და ავეჯი.
– ძალიან ბევრ სექტორს მოიცავს ქალი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა. ვინ უჭერს ამ პროექტს მხარს და ვინ არის ჩართული ქალთა გაძლიერების პროგრამაში?
თვითონ „ექსპო ჯორჯიას“ ძალიან საინტერესო პარტნიორები და მხარდამჭერები ჰყავს, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორიდან. საჯარო სექტორიდან არის „აწარმოე საქართველოში“, ასევე „სავაჭრო სამრეწველო პალატა“, კერძო სექტორიდან „თიბისი“ ბანკი, „ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი“, ასევე მხარდამჭერია „იბიარდი“ და ნორვეგიის მთავრობა.
– საკმაოდ წარმომადგენლობითი მხარდამჭერები გყავთ და ნამდვილად და მისასალმებელია, რომ კერძო სექტორი აქტიურად არის ჩართული.
კიდევ რამდენიმე საინტერესო ღონისძიება იქნება პარალელურ რეჟიმში. კვირას, დილის 9 საათიდან გაიხსნება ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონის კარები, სადაც გაიმართება პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, თუმცა მათ ვისაც სხვა საკითხებიც აინტერესებს, ძალიან საინტერესო პარალელური სესიები ჩატარდება, მაგალითად, ექსპორტის შესაძლებლობებში, ელექტრონულ კომერციაში, ლიდერობაში, ასევე იქნება პრაქტიკული კურსი მობილურ ფოტოგრაფიაში, როგორ გადავიღოთ მარტივად ფოტო სოციალური მედიისთვის ჩვენი ფოტო და როგორ ავტვირთოთ. ასევე იქნება პიროვნული განვითარების მნიშვნელობაზე. ამიტომ, სტუმარი, რომ მოვა და დაათვალიერებს, შესაძლებლობა ექნება ამ პარალელურ სესიებს დაესწროს. გვექნება საბავშვო კუთხეც, სადაც ბავშვები გაერთობიან. იქნება ასევე საკვები სივრცეც, მუსიკალური გაფორმება და Dj, რომელიც 2 საათიდან, ღონისძიების ბოლომდე მუსიკალურად გააფორმებს. სტუმრებს ძალიან საინტერესო და ინტერაქტიულ დღეს ვპირდებით.
– ძალიან კარგია, რომ საგანმანათლებლო კომპონენტია ჩადებული, რადგან მეწარმეებს, განსაკუთრებით რეგიონებში, მით უმეტეს ქალ მეწარმეებს რეგიონებში, სჭირდებათ ძალიან ბევრი რამ, რის შესახებაც მათ აქამდე არ ჰქონდათ არც კვალიფიკაცია და არც ცოდნა. თუნდაც სოციალურ მედიასთან ურთიერთობა,ფოტოების გადაღება და ის, როგორ მართონ საკუთარი ბიზნესი ამის სწავლაც მნიშვნელოვანია. იმედია, რომ სხვა ქალი მეწარმეებიც დაესწრებიან, რომლებიც შეიძლება არ მონაწილეობენ, მაგრამ ვიზიტორის სახით შეიძენენ ცოდნას და განათლებას.
გვინდა, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოვიდეს, არამარტო მეწარმეები, არამედ სტუდენტები, ოჯახები და ყველა ვისაც აინტერესებს ქართული ადგილობრივი პროდუქცია. სწორედ ამიტომ არის შერეული პროგრამა.
თემები შეირჩა კითხვარის მეშვეობით, სწორედ ქალმა მეწარმეებმა მონიშნეს რეგისტრაციის დროს, თუ რასთან დაკავშირებით სურდათ საგანმანათლებლო სესიების მოსმენა და ამაზე დაყრდნობით შევარჩიეთ. ყველაზე მეტი ხმა, რომელსაც ჰქონდა ის თემები ავარჩიეთ.
მსგავსი ღონისძიება პარალელურად ჩატარდება თურქეთში, ყირგიზეთში, წინა კვირას ჩატარდა მოლდოვაში და ტარდება სერბეთშიც.