LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეწყერი ბათუმი-ახალციხის გზაზე – დაზიანებულია ხიდი

133

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მეასე კილომეტრზე მდებარე ხიდი მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო დაზიანდა. თუმცა, სპეციალისტების თქმით, ამჟამად მეწყერის საფრთხე აღარ არსებობს.

დაწყებულია სამუშაოები, რათა მოხდეს ამ დაზიანებული მონაკვეთის ალტერნატიული შემოვლითი გზის მოწყობა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა მდინარე საფრისწყალზე მდებარე ხიდზე.

მანამდე კი გეოლოგები ალტერნატიულ გზაზე მუშაობენ და პროცესში გარემოს დაცვის სამინისტროს ჩართვის აუცილებლობაზე საუბრობენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g