ხონის მუნიციპალიტეტში მოკლული 33 წლის კაცის დედა აცხადებს, მისი შვილი 17 დეკემბრის ღამეს მეზობლების გაშველების მიზნით, გარეთ გავიდა, რა დროსაც 3 ჭრილობა მიაყენეს.
„მეზობელს კლავდნენ და ჩემი შვილი გადაეფარა. რა იცოდა იმას რა ჰქონდა ხელში და 3 ჭრილობა აქვს…ჩემი შვილი ვერ გადავარჩინე, ჩემი შვილი გადამარჩინე დედიო, ვერ გადავარჩინე….ხელებში ჩამაკვდა, დახმარებას მთხოვდა, თუმცა ვაი, რომ ვერ ვუშველე, საშინელება მოხდა ჩვენი ოჯახის თავს, მამაცი შვილი მყავდა აგვისტოს და ავღანეთის ომებში იბრძოდა და ვერ იტანდა ვინმეს რომ ჩაგრავდნენ“, – აცხადებს მოკლულის დედა „მთავარ არხთან“ საუბრისას.
33 წლის კაცი, რომელიც ხონში დედის თვალწინ მოკლეს, მეზობელს გადაეფარა | მკვლელობის ახალი დეტალები
33 წლის კაცი, რომელიც ხონში დედის თვალწინ მოკლეს, მეზობელს გადაეფარა | მკვლელობის ახალი დეტალები
Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Sunday, 18 December 2022
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ერთი პირი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავეს.
„ბრალდებულმა ცივი იარაღით 2 ჭრილობა მიაყენა პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა – ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.