როგორც მოსალოდნელი იყო, ორლანდო ბლუმი ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ქორწილში მარტოხელა მამაკაცის სტატუსით მივიდა. თუმცა, მას მარტოობის საშუალება „კარდაშიანების კლანის“ თვალსაჩინო წარმომადგენელმა, კიმ კარდაშიანმა არ მისცა.
ორლანდოსა და კიმის შეხვედრა ნამდვილად მღელვარე და ემოციური გამოვიდა. მათ მთელი დღეს ერთად გაატარეს.
შეგახსენებთ, გასულ წელს, ორლანდო ფოტოობიექტივის წინაშე მეუღლესთან და კიმ კარდაშიანთან ერთად პოზირებდა და უხერხულ სიტუაციაშიც ჩავარდა. კადრმა, სადაც ორლანდო მზერას ვერ აკონტროლებს და კიმის მადისაღმძვრელ სილუეტს თვალს ვერ წყვეტს, ინტერნეტსივრცე მოიცვა.
წყაროს ცნობით, მსახიობი ოფიციალურ განცხადებას კეტი პერისთან განშორების შესახებ მალე გააკეთებს. აღსანიშნავია, რომ პერი მეგობრების ქორწილს გამოტოვებს, რადგან ის ამჟამად Lifetimes მსოფლიო ტურნეში იმყოფება.
როცა მზერას ვერ აკონტროლებ – ორლანდო ბლუმის უხერხული ფოტო ინტერნეტსივრცეს იპყრობს








