LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მღვდელმა მოსწავლე თანატოლებს გააროზგვინა – სკანდალი სამრევლო სკოლაში

80

ოზურგეთში, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში, სკოლის პედაგოგმა, სასულიერო პირმა, მამა ვახტანგმა (თოხაძე), საკუთარი მოსწავლე თანატოლებს გააროზგვინა.

აღნიშნულს ფაქტს “გურია ნიუსთან” სკოლის მოსწავლეებიც ადასტურებენ. როგორც გვითხრეს, დასჯის აღნიშნული მეთოდის გამოყენების მიზეზი ბავშვის სკოლაში დაგვიანება გახლდათ.

სკოლის სასწავლო ნაწილი ნინო გოგეშვილი ამბობს, რომ ფაქტი “ცოტა გამუქებულია”:

– სულ ეგრე არ ყოფილა. ბავშვი შევიდა გაკვეთილზე დაგვიანებით, რომელსაც წკეპლა ეჭირა ხელში. მამაოს უკითხავს თუ რატომ დააგვიანა და ხუმრობით უთქვამს ბავშვებისთვის – მოდით, აბა გაროზგეთო. რამდენიმე ბავშვმა გაროზგა. მამაოს ნამდვილად არ გაუროზგავს.

– ქალბატონო ნინო, გვიდასტურებთ, რომ თანატოლებმა თანატოლი მოძღვრის მოწოდების შემდეგ გაროზგეს?

– არ გინდათ ასე ხმამაღალი განცხადება, – გვითხრა გოგაშვილმა, რომლის თქმით, აღნიშნული შემთხვევის შესახებ დაგვიანებით გაიგო.

იხილეთ სრულად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები